logo
ENG



რუსეთის რეგიონების თავზე 50-მდე დრონი ჩამოაგდეს

20 აპრ 202410:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/20/34qyeisjfpm4seq.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 20 აპრილის ღამეს რუსეთის რეგიონებში 50 დრონი ჩამოაგდეს. უწყება თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.

26 დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქში, ათი - ბრაიანსკის, რვა - კურსკის ოლქის თავზე, ორი - ტულას ოლქში და თითო-თითო სმოლენსკის, რიაზანის, კალუგასა და მოსკოვის ოლქებში.

როგორც რუსეთის უწყებაში ამბობენ, ბელგოროდის ოლქის სოფელ პოროზში დრონიდან ორი ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამოგდების შედეგად კერძო საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა ორი ადამიანი.

ბრიანსკის ოლქში კი ცეცხლი გაუჩნდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.


close დახურვა