logo
ENG



რუსეთის საგარეო: რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებებს ამზადებს

05 მარ 202314:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/05/eh18arf01byfu1d.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ევგენი ივანოვის ცნობით, რუსეთი ამზადებს 11 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.

ივანოვის ცნობით, ეს ქვეყნებია ბაჰრეინი, ომანი, საუდის არაბეთი, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ჰაიტი, ზამბია, ქუვეითი, მალაიზია, მექსიკა, ტრინიდადი და ტობაგო.

„ჩვენ ვამზადებთ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის მთელ რიგ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობაზე... შეთანხმებები განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამგვარ საერთაშორისო შეთანხმებებზე მოლაპარაკების პროცესი ორმხრივია და ის თუ რამდენად სწრაფად მოეწერება ხელი დამოკიდებულია თანაბრად როგორც ჩვენზე, ისე ჩვენს პარტნიორებზე“ - განაცხადა ივანოვმა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს გეგმავდა.

 

close დახურვა