logo
ENG



რუსეთის საგარეო კიბერ თავდასხმაზე: საქართველოში არ სურთ უარი თქვან რუსეთის დემონიზაციის ხაზზე

21 თებ 202009:37
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოზე კიბერთავდასხმის ბრალდებას უსაფუძვლოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართულ ვებგვერდებზე, სერვერებსა და ოპერაციულ სისტემებზე რუსეთის ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დადგმულია.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ყურადღებას იქცევს თბილისისა და დასავლეთის მიერ მოწყობილი პროპაგანდისტული აქციის სინქრონულობა, ასევე ის გარემოება, რომ ორი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების მიუხედავად გარკვეულ ძალებს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ აწყობთ.

„სამწუხაროა, რომ თავად საქართველოში არ სურთ უარი თქვან რუსეთის დემონიზაციის ხაზზე, გასული წლის კრიზისიდან გაკვეთილი გამოიტანონ. ყველაფერი ეს დამატებით ჩრდილს ფენს ორმხრივ ურთიერთობას, რომელიც ისედაც მარტივი არ არის. კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული უთანხმოების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება პასუხობს რუსი და ქართველი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს. გვესმის, რომ არიან ძალები, რომლებსაც ეს საერთოდ არ აწყობთ", - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ. 

 

 

 


close დახურვა