logo
ENG



რუსეთის საგარეო უწყება ბურჯანაძის ვიზიტზე განცხადებას ავრცელებს

06 დეკ 201908:30
3 წუთის საკითხავი
 
4cag5r7sq4mvtoy.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილის,  ნდრეი რუდენკოსა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერთან შეხვედრაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს. 

"რუსულმა მხარემ დაადასტურა ინტერესი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო კავშირების აღდგენის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ თბილისმა უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა გამოავლინოს რუსეთთან ურთიერთობების დამყარებისკენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით,  მოსკოვი საქართველოში მიმდინარე პროცესებს განიხილავს როგორც ქვეყნის შიდა საქმეებს და რუსეთი პრინციპულად თავს იკავებს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან.  

რუსული მედიის ინფორმაციით, ბურჯანაძე  დღეს რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინ კოსაჩოვს შეხვდება.

 

 


close დახურვა