logo
ENG



რუსეთის სამარის ოლქში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

15 აგვ 202610:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/15/5yewwpxf8yt8aun.png

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამარის ოლქში სარაკეტო დარტყმა  სამრეწველო საწარმოზე განხორციელდა.

"მტერმა სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ადგილზე საგანგებო სამსახურები იმყოფებიან. ინფორმაციას ვაზუსტებთ", - თქვა სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა.

მედიის ცნობით, სავარაუდოდ, დარტყმის სამიზნე სარაკეტო-კოსმოსური ცენტრი "პროგრესი" იყო. 

"პროგრესის" სიახლოვეს მდებარეობს ქარხანა "ავიაკორი", რომელიც რუსული თვითმფრინავების შეკეთებას და მოდერნიზაციას ახორციელებს.


close დახურვა