logo
ENG



რუსეთის სარაკეტო იერიში კიევზე: ნამსხვრევები 18-სართულიან სახლს დაეცა, არიან დაშავებულები

26 ივლ 202611:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/26/8coeo92s11h1pjk.jpeg

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.  დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები 18-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა.

თავდასხმის შედეგად 7-8 სართულებზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო წინასწარი მონაცემებით, სამი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა.

თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია, მერი ვიტალი კლიჩკო, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და ეროვნული პოლიცია ავრცელებენ.

 

 


close დახურვა