logo
ENG



რუსეთის სარაკეტო იერიშს კონსტანტინოვკაში 16 ადამიანი ემსხვერპლა

06 სექ 202317:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/06/wi6ljjpyvjo958i.jpg

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკა დაბომბეს, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 16 ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული რადიო თავისუფლება და სხვა Telegram არხები ავრცელებენ.

ადგილიდან გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა იერიში S-300 ტიპის რაკეტით ქალაქის ცენტრში მდებარე ბაზარზე მიიტანეს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის არის ერთი ბავშვი, ხოლო დაშავებულია სულ მცირე 28 მოქალაქე.

"რუსული ჯარები არიან ტერორისტები, რომლებთაც ჩადენილი დანაშაულები არ ეპატიებათ და მშვიდად დარჩენას ვერ შეძლებენ. ყველაფერზე იქნება სამართლიანი ანგარიშსწორება", - განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომხდარს "სრული არადამიანურობა" უწოდა და დასძინა, რომ დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

"რუსული ბოროტება რაც შეიძლება მალე უნდა დამარცხდეს", - განაცხადა მან. 

 

 


close დახურვა