logo
ENG



რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 208 ბავშვი დაიღუპა, 387 - დაშავდა

23 აპრ 202214:44
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 208 ბავშვი დაიღუპა, 387 - დაშავდა

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, 23 აპრილის დილის 10:00 საათის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 208 ბავშვი დაიღუპა, 387 - დაშავდა. 

თუმცა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მოკლული და დაჭრილი ბავშვების ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან საოკუპაციო ძალები აგრძელებენ აქტიურ სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში. 

დენისოვას მაგალითებიც მოჰყავს. უკრაინის ომბუდსმენი წერს: 

5 წლის ბავშვი მაშინ დაიჭრა, როცა რუსეთი ზაპოროჟიაში სამოქალაქო დასახლებებს ბომბავდა.  

რუსეთის ფედერაციის მიერ აკრძალული კასეტური ბომბის გამოყენების შედეგად, მიკოლაევში 11 წლის ბავშვი ნამსხვრევებით გულ-მკერდის არეში დაიჭრა. 

"რუსეთის საოკუპაციო ძალების ასეთი მოქმედებები ჰააგის და ჟენევის კონვენციების პირდაპირი დარღვევაა. აგრესორი გამომწვევად აგრძელებს ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების ხელყოფას, რომელიც მსოფლიოში ყველა ბავშვისთვის გარანტირებულია გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით. 

მე მოვუწოდებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას, რუსეთის სამხედრო შემოჭრის შედეგების გამოძიების დროს ბავშვთა უფლებების დარღვევა გაითვალისწინოს. 

მოვუწოდებ საერთაშორისო პარტნიორებს, დახუროს ცა უკრაინის თავზე და მიაწოდონ საჭირო იარაღი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად". - აცხადებს ლუდმილა დენისოვა


close დახურვა