logo
ENG



რუსეთის ფინანსთა მინისტრი: ჩვენი რეზერვების ნახევარი, $300 მილიარდი გაყინულია

13 მარ 202219:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/13/3fbadot1bxxn9ql.jpg

რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის განცხადებით, აშშ-ის, ევროკავშირისა და მათი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების გამო, ქვეყანას რეზერვების ნახევარი გაყინული აქვს. საუბარია 300 მილიარდ დოლარზე.

"ჩვენი რეზერვების საერთო რაოდენობა დაახლოებით 540 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან 300 მილიარდის გამოყენება ახლა აღარ შეგვიძლია", - ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის ოქროსა და სავალუტო რეზერვების ნაწილი ჩინურ იუანშია.

სილუანოვი ამბობს, რომ სწორად ამ მიზეზით დასავლეთი ცდილობს ჩინეთი აიძულოს, რომ რუსეთს მის ვალუტაზე წვდომა შეუზღუდოს.

"და ჩვენ ვხედავთ ზეწოლას დასავლეთის ქვეყნების მიერ ჩინეთზე, რათა შეზღუდოს ორმხრივი ვაჭრობა ჩინეთთან. რა თქმა უნდა, არის ზეწოლა, რომ შეზღუდოს წვდომა იმ რეზერვებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს იუანში. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორობა ჩინეთთან მაინც მოგვცემს საშუალებას შევინარჩუნოთ ის თანამშრომლობა, რომელსაც მივაღწიეთ და არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ გავზარდოთ იმ პირობებში, როდესაც დასავლური ბაზრები დახურულია", - თქვა მან.


close დახურვა