logo
ENG



რუსეთის ფოსტა საქართველოში პირდაპირი საჰაერო გზით ამანათების მიწოდებას იწყებს

04 აგვ 202314:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/gn8gn6t8f8krjmt.jpg

რუსული სამთავრობო გამოცემა TASS რუსეთის ფედერალურ საფოსტო ოპერატორის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანია საქართველოში რეგურალური საჰაერო გზებით ფოსტის ტრანსპორტირებას იწყებს.

კომპანია საქართველოში გზავნილების მიწოდების ვადის შემცირებას 2-3 დღით ელის.

ცნობილია, რომ საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით საჰაერო მიწოდება კომპანია "აზიმუტის" საშუალებით განხორციელდება, რისი საშუალებითაც რუსული ფოსტა ქვეყანაში ყოველთვიურად 6 ტონამდე ამანათის ტრანსპორტირებას ელის.

რუსული ფოსტის ტრანსპორტის მართვის დირექტორატის ხელმძღვანელმა, გეორგი ბაუტინმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფოსტა კავკასიის ქვეყნებთან პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა, რომელიც ეხება როგორც ბიზნეს, ასევე კერძო კლიენტებს.

ჯერჯერობით TASS არ აკონკრეტებს როდის განხორციელდება პირველი ფრენა.

გამოცემა წერს, რომ ივნისის დასაწყისში, საფოსტო კომპანიამ მსგავსი საჰაერო ტრანსპორტირება - ასევე Azimuth თვითმფრინავით - სომხეთიდანაც დაიწყო.


close დახურვა