logo
ENG



რუსეთის ქალაქ ვორონეჟში საცხოვრებელ კორპუსს დრონებით დაესხნენ თავს - გუბერნატორი

09 ივნ 202313:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/09/9d6liijiduwetk1.jpg
Alexander Zemlianichenko /AP

რუსეთის ქალაქ ვორონეჟის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი აცხადებს, რომ ვორონეჟში საცხოვრებელ კორპუსს დრონებით დაესხნენ თავს.

გუსევის თქმით, შედეგად 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მათ შემთხვევის ადგილზე მიიღეს სამედიცინო დახმარება და საავადმყოფოში გადაყვანა არ გახდა საჭირო.

რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში ბოლო კვირებში დრონებით თავდასხმები გახშირდა. თავდასხმები ძირითადად ბელგოროდის რეგიონში ხდება. ვორონეჟი კი უკრაინის საზღვრიდან 180 კილომეტრში მდებარეობს.

უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს არ ადასტურებს და შიდა წინააღმდეგობის ძალებზე მიუთითებენ. მაისში უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ბელგოროდში ოპერაციას რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ატარებენ.

რეგიონებზე თავდასხმის გარდა რუსეთი უკრაინას კრემლზე დრონებით თავდასხმაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მიზანი პრეზიდენტი პუტინის მკვლელობა იყო. უკრაინა ამ ინციდენტში მონაწილეობასაც უარყოფს.

 

close დახურვა