უკრაინის საზღვაო ძალების ინფორმაციით, შავ ზღვაში რუსულმა ფლოტმა თავდასხმისას საკუთარი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
„შავი ზღვის წყლებში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის "მეგობრულმა ცეცხლმა" საკუთარი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო", - წერს უკრაინის საზღვაო ძალები ფეისბუქ გვერდზე.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.