logo
ENG



რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 167 ბავშვი დაიღუპა

06 აპრ 202210:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/67q2wzah5fxcc1j.png

რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 167 ბავშვი დაიღუპა, 279-ზე მეტმა კი სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღო, ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე ბევრი არასრულწლოვანი კიევში, დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, ჩერნიგოვსა და ხერსონში დაიღუპა.

უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 927 სასწავლო დაწესებულება, მათგან 83 მთლიანად განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. 10 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად და ლტოლვილად იქცა. დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.


close დახურვა