logo
ENG



რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დანიაში არ შეუშვეს, სადაც WHO-ს შეხვედრა ტარდებოდა

13 სექ 202315:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/13/0n3a655n0rlm7er.jpg

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დანიაში არ შეუშვეს. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომაზე მიდიოდა.

"დანიის ხელისუფლებამ ურცხვად დაარღვია თავისი ვალდებულებები დანიაში მიმდინარე ღონისძიებაზე დაუბრკოლებელი წვდომის უზრუნველსაყოფად ჯანმო-ს წევრი ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის", - განაცხადეს რუსეთის საელჩოში.

საელჩო დანიის ხელისუფლებისგან ბოდიშს და ახსნა-განმარტებას მოითხოვს. დანიას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

2023 წლის მაისში ჯანმო-მ მოსკოვში არაგადამდები დაავადებებთან ბრძოლის ოფისი დახურა. მისი უფლებამოსილება ორგანიზაციის ევროპულ ბიუროს გადაეცა, რომელიც კოპენჰაგენში მდებარეობს.


close დახურვა