რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ბარტ გორმანი ქვეყნიდან გააძევა.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები ამას ესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს და საპასუხო ზომებს განიხილავს.
"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთმა გააძევა აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილე (DCM) რუსეთში, ბარტ გორმანი. გორმანი იყო მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი მოსკოვში აშშ-ის ელჩის შემდეგ და საელჩოს უმაღლესი ხელმძღვანელობის გუნდის მთავარი წევრი", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.
მისივე ცნობით, გორმანს მოქმედი ვიზა ჰქონდა და ის რუსეთში სამ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.