რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. "სტოპ-სიაში" რუსულმა უწყებამ 500 ადამიანი შეიყვანა, მათ შორის არიან თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსნები, კონგრესმენები და სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის საპასუხო ნაბიჯი შეერთებული შტატების მიერ პარასკევს დაწესებულ ახალ სანქციებზე რუსეთის რიგი ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ მორიგ ჯერზე აშშ-ის საელჩოს უარს ეუბნებიან ციხეში The Wall Street Journal ევან გერშიკოვის მონახულებაზე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული. მათივე თქმით, ესაა პასუხი იმაზე, რომ აპრილში აშშ-მა ვიზა არ მისცა რუს ჟურნალისტებს, რის გამოც ისინი გაეროს უშიშროების საბჭოში სერგეი ლავროვის ვიზიტს ვერ დაესწრნენ.