logo
ENG



რუსეთმა ბრიტანეთის 49 მოქალაქეს, მათგან 29 ჟურნალისტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

14 ივნ 202220:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/14/89o1kyy7uhk06i4.png

რუსეთმა ბრიტანეთის 49 მოქალაქეს, მათგან 29 ჟურნალისტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება "ბრიტანეთის ანტირუსული ქმედებების" გამო მიიღეს. 

რუსეთში შესვლა აკერძალათ BBC-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, რიჩარდ შარპს

აღმასრულებელი დირექტორს, ტიმოთი დეივს

ასევე, სიაში არიან: 

  • კორესპონდენტი კლაივ მაირი
  • კორესპონდენტი ორლა გერინი
  • წამყვანი ნიკ რობინსონი
  • კორესპონდენტი პოლ ადამსი
  • წამყვანი ნიკოლას ბიკი.

შავ სიაში ასევე მოხვდა ბრიტანელი პოლიტოლოგი მარკ გალეოტი

ჟურნალისტების გარდა, რუსეთში შესვლა აეკრძალათ "თავდაცვასთან დაკავშირებულ პირებს", მათ შორის ბრიტანეთის საზღვაო ძალების მეთაურს, ბენჟამინ კის, თავდაცვის კომპანია BAE Systems-ის ტოპ მენეჯერებს და ა.შ. ამ სიაში 20 ადამიანია. 


close დახურვა