logo
ENG



რუსეთმა ბრიტანელი ჟურნალისტები, მინისტრი და ICC-ის პროკურორი შავ სიაში შეიყვანა

18 აგვ 202322:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/18/e9110a4a4f521rr.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანელი ჟურნალისტები, დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი შავ სიაში შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

შავ სიაში BBC-ის, Telegraph-ისა და Guardian-ის 14 ჟურნალისტია შეყვანილი. სულ სიაში დიდი ბრიტანეთის 54 მოქალაქე მოხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კულტურის მინისტრი ლუსი ფრეიზერი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსი სპორტსმენების არდაშვებას "ლობირებს", თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანაბელ გოლდი "უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი", ხოლო პროკურორი კარიმ ხანი - ვლადიმირ პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემისთვის.


close დახურვა