ბირთვული განიარაღების შესახებ გაეროს 1-თვიანი მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი არ დაეთანხმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების საბოლოო ვერსიას.
ბირთვული რისკების შემცირების ძალისხმევის ფარგლებში შეთანხმება ყოველ 5 წელში გადაიხედება, რათა შეწყდეს მსოფლიოს გარშემო ბირთვული იარაღის არსენალის გავრცელება.
გაეროს ცნობით, მხარეები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
გაეროს ელჩის გუსტავო ზლავინენის თქმით, რუსეთმა სცადა შეთანხმების იმ ნაწილებში შეეტანა ცვლილებები, რომლებიც მოლაპარაკებების მომდევნო საფეხურებზე "ქაოსს მოიტანდა".
"თითქოს ამ თვეში ჩვენ გადავიღეთ ფილმი, მაგრამ საბოლოო სურათი არ გვაქვს", - თქვა ზლავინენმა.
ბირთვული იარაღის გამოყენების აკრძალვის საერთაშორისო კონფერენცია აცხადებს, რომ გაზრდილი რისკის პირობებში ამგვარი უმოქმედობა გაუმართლებელია.
„მიუღებლად საშიში გლობალური სიტუაციის პირობებში ეს შედეგი, საბოლოო ჯამში, არასერიოზულია და პასუხისმგებლობის სრული უარყოფაა
ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებმა არამხოლოდ ვერ შეძლეს განიარაღების ვალდებულებებში პროგრესის მიღწევა, არამედ ასევე დახარჯეს 82 მილიარდ დოლარზე მეტი საკუთარი არსენალის შენახვასა და განახლებაზე. მაშინ, როცა ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე, მიმომხილველი კონფერენციის უმოქმედობა უპატიებელია“ - განაცხადა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ბეატრის ფინმა.
ამავდროულად, აშშ-მ და ათობით სხვა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომ რუსეთის ძალების მიერ ევროპაში ყველაზე დიდი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება საფრთხის შემცველია.
უკრაინაში ბირთვულ უსაფრთხოების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსეთმა რამდენიმე თვის წინ დაიკავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. კიევი რუსეთის ძალებს სადგურში მძიმე იარაღის განთავსებასა და სარაკეტო თავდასხმებში ადანაშაულებს. თანაც უკრაინის თქმით, რუსეთმა იცის, რომ უკრაინა საპასუხოდ თავს არ დაესხმევა სადგურს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ სადგურის 6 რეაქტორიდან რომელიმეს ცეცხლი გაუჩნდება და რადიაცია გაჟონავს.
გაეროს ცნობით, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას პირველად ხელი 1968 წელს მოეწერა და ძალაში 1970 წელს შევიდა. დოკუმენტს ხელს 191-მა წევრმა მოაწერა, მათ შორის 5 ქვეყანა ბირთვულ იარაღს ფლობდა.