logo
ENG



რუსეთმა დნიპროში საცხოვრებელ კორპუსსა და უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე იერიში მიიტანა

28 ივლ 202323:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/28/5uzflqkrvlqb2y2.jpg

რუსეთმა დნიპროში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამედიცინო დახმარებისთვის სამმა ადამიანმა მიმართა. ადგილზე სამაშველო და პოლიცია მუშაობს.

უკრაინული მედიისა და ტელეგრამის არხების მიერ გავრცელებული ვიდეოებისა და ფოტოების მიხედვით, საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულები დაზიანდა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა თავის Telegram არხზე დაწერა: "რუსი ტერორისტები".

გამოცემა UNIAN ასევე იტყობინება, რომ რუსულმა ჯარებმა დარტყმა განახორციელეს უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ შენობაზე. ეს ინფორმაცია დაადასტურა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთი სრულად დაისაჯოს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისა და ტერორის გამო. ეს ნაძირლები პასუხს აგებენ. ყველაფერს გავაკეთებთ სამართლიანობისთვის", - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამზე.


close დახურვა