logo
ENG



რუსეთმა ესპანეთს ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი გადასცა

24 ოქტ 201909:17
3 წუთის საკითხავი
 
8vyyom78vbvepak.png

ტარიელ ონიანი ესპანეთს გადაეცა. ე.წ. კანონიერი ქურდი გაზაფხულზე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბიზნესმენის გატაცებისთვის მოსკოვში 10-წლიანი სასჯელი მოიხადა. 

ესპანეთმა მასზე საერთაშორისო ძებნა 2006 წელს გამოაცხადა. მიზეზი დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზაცია გახდა. ექსტრადიციას ონიანის რუსეთის მოქალაქეობა აფერხებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ე.წ. კანონიერ ქურდს რუსული პასპორტი უკანონოდ ჰქონდა მიღებული, რის გამოც მას დოკუმენტი ჩამოართვეს.


close დახურვა