logo
ENG



რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილთა სიაში შეიყვანა

04 მაი 202417:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/04/ch9wawpdlzxrefa.jpeg

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილთა სიაში შეიყვანა. შესაბამისი ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, ზელენსკის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა რა მუხლით არ არის დაკონკრეტებული.  რუსული პროპაგანდისტული რია ნოვოსტის ცნობით, ძებნილთა ბაზაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც შეიყვანეს.  

ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელი მაღალჩინოსნები ძებნილთა სიაში შეიყვანა. გასული წლის დეკემბერში რუსეთმა ძებნაში გამოაცხადა დაზვერვის სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი.


close დახურვა