16 აპრილს, გამთენიისას, ლვოვში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ლვოვის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, რუსებმა საჰაერო იერიში ქალაქზე 05:46 საათიდან მიიტანეს. თავდასხმები 07:02 საათამდე გაგრძელდა.
კოზიცკის თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში მუშაობდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა.
მათ გაანადგურეს 4 რუსული საკრუიზო რაკეტა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
გარდა ამისა, რუსეთი ღამით დარტყმებს ახორციელებდა პოლტავას, კიროვგრადის, დნიპროპეტროვსკის, მიკოლქევის ოლქებში. ასევე, დაბომბვები მიმდინარეობდა ხერსონში, ხარკივში, ლუჰანსკსა და დონეცკში. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები.