logo
ENG



რუსეთმა მოჭადრაკე გარი კასპაროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა

07 მარ 202411:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/07/tfp52ak9q5zvbjt.png

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა (Росфинмониторинг) ცნობილი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა. კასპაროვი რუსეთში უცხოურ აგენტად არის მიჩნეული. ინფორმაცია მოჭადრაკის ე.წ. შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით უწყების საიტზე გამოქვეყნდა.

გასული წლის დეკემბერში კასპაროვა და თავისუფალი რუსეთის ფორუმის თანადამფუძნებელმა, ივან ტიუტრინმა ჩაატარეს საქველმოქმედო აუქციონი, რომლის ფარგლებშიც შეგროვილი თანხა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს გადაეცემოდათ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

ხსენებული ფორუმი რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად არის მიჩნეული, ხოლო მისი თანადამფუძნებელი ტიუტრინი, ისევე როგორც კასპაროვი უცხოურ აგენტად.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეკემბრის ფორუმში დანაშაულის ნიშნები დაადგინა. კასპაროვსა და ტიუტრინს სასჯელად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


close დახურვა