logo
ENG



რუსეთმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანა

03 აპრ 202209:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/03/95tzmjclu96ci03.jpg

3 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე რუსეთმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანა. 

ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ზოგიერთი რაკეტა უკრაინულმა თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა. ზოგ დასახლებაში გაჩნდა ცეცხლი. 

უკრაინელი სამხედროების ცნობით, ოდესაზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

თავდასხმის ობიექტი "კრიტიკული ინფრასტრუქტურა" იყო. CNN-ის ცნობით, იწვის ნავთობის საცავი. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ოდესა შედარებით მშვიდი ადგილია. ის იქცა თავშესაფრად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იმ ქალაქებიდან გაიქცნენ, სადაც რუსები გენოციდს აწყობენ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ოდესის საწვავის საცავს თავს რუსეთი დაესხა. 


close დახურვა