logo
ENG



რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალს ვირუსის გამო, შეზღუდვები დაუწესა

20 მარ 202008:52
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის მიმართ ახალ შეზღუდვებს აწესებს და საკუთარ ტერიტორიაზე გადასვლას ზღუდავს. ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

რუსეთში გადასვლა პირველ მაისამდე შეეზღუდათ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მოქალაქეობის არმქონე პირებსაც. რუსეთის საზღვრის კვეთის ნება მხოლოდ დე ფაქტო ცხინვალში რეგისტრირებულ ავტომობილებს აქვთ.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საოკუპაციო რეჟიმს ჩაკეტილი აქვს საქართველოსთან გამშვები ყველა სასაზღვრო პუნქტი. 


close დახურვა