logo
ENG



რუსეთმა ოპოზიციონერ ილია პონომარიოვის სახლზე იერიში მიიტანა - პოლიტიკოსი დაშავდა

01 აგვ 202415:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/01/ux7p208ct7ey1vc.png

რუსეთმა უკრაინაში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერის, ილია პონომარიოვის სახლზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც პოლიტიკოსმა და მისმა ცოლმა დაზიანებები მიიღეს. ინფორმაციას თავდასხმის შესახებ თავად პონომარიოვი ავრცელებს.

პონომარიოვის ცნობით, ეს მასზე თავდასხმის მე-5 შემთხვევაა.

"როგორ ჩანს, ეს ჩემი მეორე დაბადების დღეა. თავდასხმის მე-5 მცდელობა იყო ყველაზე არასტანდარტული და წარმატებული, რომლის წინააღმდეგაც თავდაცვა იყო რთული. თუმცა მათი დედაც! დეტალებს მოგვიანებით დავწერ", - წერს რუსი ოპოზიციონერი.

ილია პონომარიოვი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელმაც 2014 წელს რუსეთი დატოვა. მოგვიანებით მას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს დაა დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს. პონომარიოვი 2016 წლიდან უკრაინაში ცხოვრობს.


close დახურვა