logo
ENG



რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდა

27 ოქტ 202615:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/27/gfcjdiq7j4lkfnr.png

რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა - ამის შესახებ ინფორმაციას პრორუსი ბიზნესმენი, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია "ფორმულასთან" ამბობს. 

მისი ინფორმაციით, ეს კომპანიებია: "შატო მუხრანი" და "ვინივერია". 

"სამწუხაროდ, სანქციების მეორე ტალღაში მოყვა "შატო მუხრანი" და "ვინ ივერია". 

"ვინივერია" ატარებდა აუქციონს უკრაინის ტერიტორიაზე და ამ აუქციონიდან ფული პირდაპირ მიდიოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, უკრაინის ჯარს აფინანსებდა. ეს განცხადება გაკეთდება ამ დღეებში. ძალიან სამწუხაროა", - თქვა თავდაპირველად BMge-სთან ფიფიამ. 

10 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა საქართველოდან გარკვეული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების იმპორტი აკრძალა. კერძოდ, რუსეთმა აკრძალა: "ნაბეღლავის", "კოკა-კოლას", "თელიანი ველის", "თბილღვინოს", "ძმები ასკანელების", "ვაინმენისა" და ქართული ლუდის კომპანიის პროდუქტების იმპორტი.

 


close დახურვა