logo
ENG



რუსეთმა სომხეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

24 მაი 202415:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/24/72lw313lglfsbl0.jpg

რუსეთმა სომხეთიდან ელჩი, სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ავრცელებენ.

სხვა დეტალები უცნობია.

რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები გასულ წელს დაიძაბა. მოსკოვი ერევანს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შეუერთდა, რომელმაც ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, რუსეთის გამოდიოდა იმის წინააღმდეგაც, რომ სომხეთმა აშშ-სთან ერთობლივი წვრთნები ჩაატარა. თავის მხრივ სომხეთმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მთიან ყარაბაღში ომის დროს რუსეთმა სათანადო დახმარება არ გაუწია.

თებერვალში პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა. მაისში კი ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა.


close დახურვა