logo
ENG



რუსეთმა უკრაინას ათობით დრონით შეუტია - ერთ-ერთის ნაწილები რადასთან ჩამოვარდა

07 სექ 202411:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/07/ii0aljq2hbdaiwn.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 7 სექტემბრის ღამეს რუსები უკრაინის რეგიონებს "შაჰიდის" ტიპის 67 დრონით დაესხნენ თავს.

კიევის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ 58 დრონი ჩამოაგდო. გარდა ამისა, ექვსი დრონი უკრაინის კონტროლირებადი საჰაერო სივრციდან გავიდა და რუსეთის, ბელარუსისა და ოკუპირებული ლუჰანსკის მიმართულებით გაფრინდა. კიდევ სამი დრონი უკრაინის ტერიტორიაზე რადიოელექტრონული ბრძოლის შედეგად დაეცა.

კიევში საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება დრონების იგამო 18 წუთს გაგრძელდა.

როგორც უმაღლესი რადას დეპუტატმა მაქს ბუჟანსკიმ განაცხადა, რადას შენობასთან ერთი დრონი ჩამოაგდეს. მან გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც სავარაუდოდ საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ადგილზეა გადაღებული. კიევის ხელისუფლება ამ ინფორმაციას კომენტარს არ აკეთებს, რადას შენობა კი პეჩორას რაიონში მდებარეობს, რომელსაც ხელისუფლების ცნობით, დრონების თავდასხმის არეალში მოხვდა.

ჩაომვარდნილი დრონის ფოტოებს აქვეყნებს უმაღლესი რადას ტელეგრამ არხი. 


close დახურვა