logo
ENG



რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯამში 180-ზე მეტი რაკეტა ისროლა

02 მარ 202222:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/02/z2e2t4i1arja7rb.jpg
Getty Images

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 180-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამხედრო ინფრასტრუქტურის გარდა რუსები მიზანმიმართულად თავს ესხმიან, სამოქალაქო შენობებსა და დასახლებული პუნქტებსაც.

„რუსეთის შემოჭრის შემდეგ, მტერმა 180-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინის ტერიტორიაზე. სამხედრო დანაყოფების გარდა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურამ და დასახლებულმა პუნქტებსაც უდიდესი ადამიანური დანაკარგი ჰქონდა. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით მიმართავენ მაროდიორობას, კლავენ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებსაც.“ - წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში.

შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მხოლოდ დღეს უკრაინის საჰაერო სივრცე 30-მდე საბრძოლო ხომალდმა დაარღვია. მათი უმეტესობა ბელარუსიდან იყო.

 

close დახურვა