რუსმა სამხედროებმა, უკრაინაში ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 1, ხოლო დაიჭრა 8 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ოლეჰ სინიეჰუბოვი, ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს.
ცნობილია, რომ დაშავებულთა შორის ერთ-ერთი რვა თვის ბავშვია.
სინიეჰუბოვის თქმით, ხარკოვზე მართვადი საჰაერო ბომბის დარტყმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სამოქალაქო არასაცხოვრებელ შენობაში, რის შედეგადაც განადგურდა ფოსტა და შვიდი სატვირთო მანქანა.