logo
ENG



რუსეთმა ხარკოვი დაბომბა - არის მსხვერპლი

05 ოქტ 202612:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/05/untm3tjyho6yqaf.png

რუსეთის შეტევას ხარკოვში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული მამაკაცი დაბომბვის დროს მანქანით გადაადგილდებოდა.

რუსეთმა ქალაქს მცირე ზომის ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს.

ხარკივის მერის განცხადებით, დაჭრილია 6 ადამიანი.

რუსების სამიზნე ინდუსტრიული რაიონი იყო, სადაც დაზანებულია ათამდე საცხოვრებელი კორპუსი, დაიწვა ადმინისტრაციული შენობა და მანქანები.

მასირებული დარტყმები მიიტანეს რუსებმა ოდესის ოლქზეც. იერიშები განხორციელდა სამრეწველო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე.


close დახურვა