logo
ENG



რუსეთმა ხარკოვს რაკეტებით და დრონებით შეუტია - გაჩნდა მასშტაბური ხანძარი

04 ივნ 202509:09
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/04/a59v1igs7uhjnt1.png

ღამით რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს კომბინირებული იერიში მიაყენეს „შაჰედის“ ტიპის დრონებითა და რაკეტებით, რასაც ქალაქში ხანძრები და ერთი მოქალაქის დაშავება მოჰყვა.

როგორც ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა, განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, შეტევისას მტერმა გამოიყენა 9 უპილოტო კამიკაძე დრონი და ორი რაკეტა, რომელთა ტიპი ამ დროისთვის დგინდება. მისი თქმით, ოთხ ლოკაციაზე, რომლებიც ქალაქის სამრეწველო ზონაში მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა, ასევე დაიწვა ერთი კერძო სახლი. ამ დროისთვის დადასტურებულია ერთი დაშავებული – 30 წლის მამაკაცი, რომელიც ახალბავარის რაიონში ცხოვრობს.

ტერეხოვის თქმით, მხოლოდ ახალბავარის რაიონზე ათამდე დრონი ჩამოვარდა. ადგილზე მუშაობენ ყველა შესაბამისი სამსახური და მოხალისეები.

ხანძრებთან დაკავშირებით დეტალები გაავრცელა ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი დარტყმა სამოქალაქო საწარმოს ტერიტორიას შეეხო, სადაც მთლიანად დაიწვა ერთსართულიანი სამრეწველო შენობა. 100 კვადრატულ მეტრზე დაიწვა კერძო სახლი და 200 კვადრატულ მეტრზე – ავტოსამრეწველო სადგური.


close დახურვა