რუსეთმა კანადის 100 მოქალაქეს, მათ შორის ჰოლივუდის მსახიობს, ჯიმ ქერის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში ამბობენ, რომ მიზეზი კანადის მიერ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესება და უკრაინის მხარდაჭერაა. ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ კანადელი მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, რომლებიც "ანტირუსულ პროპაგანდას აწარმოებენ".
სიაში ჯიმ ქერის გარდა სიაში არიან: მწერალი მარგარეტ ეტვუდი, სიბიესის სამხედრო კორესპონდენტი მიურეი ბრიუსტერი, სიბიესის კორესპონდენტი მარგარეტ ევანსი და ამავე ტელევიზიის კიდევ ერთი კორესპონდენტი ეიდრიენ არსენო.
რუსეთის საგარეოს თქმით, ე.წ. შავი სია მუდმივმოქმედი იქნება და მასში მოხვედრილ ასივე ადამიანს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.