რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე, ჯამში 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება.
საპროტესტო აქციები როგორც მოსკოვში, ისე სხვა ქალაქებში იმართება. ყველაზე მეტი ადამიანი დედაქალაქსა და სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე აქციებზე დააკავეს. კერძოდ, მოსკოვში დაკავებულია 456 ადამიანი, ხოლო პეტერბურგში 200.
BBC-ს ცნობით, მოსკოვში სამართალდამცველებმა დახურეს მეტროს სადგურები, შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. დაკავებულებს შორის არის პოლიტიკოსის მეუღლე, იულია ნავალნაია.
ანალოგიური აქცია ქვეყნის მასშტაბით 23 იანვარსაც გაიმართა. მაშ მიტინგი ასევე მასობრივი დაკავებებით დასრულდა. ჯამში რუსმა სამართალდამცველებმა 3 ათასზე მეტი მომიტინგე დააკავეს. იულია ნავალნაია მაშინაც დაკავებულებს შორის იყო.