logo
ENG



რუსეთში, ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 2 250 ადამიანი დააკავეს

23 იან 202122:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/23/to7rc3t02ge0dc4.png
ფოტო: Reuters

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე რუსეთის მასშტაბით 2 250 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია OVD-info-ი აქვეყნებს. 

OVD-info-ს ცნობით, დაკავებები ქვეყნის მასშტაბით 70-მდე ქალაქში განხორციელდა. კერძოდ, 855 ადამიანი მოსკოვში დააკავეს, ხოლო 327 სანქტ-პეტერბურგში. 

Reuters-ს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციაში 40 ათასამდე მოქალაქე მონაწილეობდა, თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ აქციაზე მხოლოდ 4 ათასი ადამიანი გავიდა. 

აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს შორის იყო პოლიტიკოსის, ცოლი იულია ნავალნაიაც, თუმცა ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. 

Reuters ამბობს, რომ სოციალურ მედიაში დაშავებული მომიტინგეების ფოტოებიც ვრცელდებოდა. 


close დახურვა