რუსეთში, ტოლმაჩევოს აეროპორტში ოთხძრავიან სამხედრო-სატრანსპორტო An-12BK-ს თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
Mash Siberia Telegram არხის თანახმად, თვითმფრინავი ეკუთვნის Irkut Corporation-ს.
ხანძარი ძრავების ჩართვის შემდეგ გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია. "ტოლმაჩევოს" პრესსამსახურიდან ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
როგორც Aero-City-სთვის გახდა ცნობილი, საჰაერო ჰაბი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ - სატრანსპორტო მოძრაობა დროებით დაკეტილია.