logo
ENG



რუსეთში, ქალაქ მახაჩკალაში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

15 აგვ 202301:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/15/9e3rrgkh89486yz.png

რუსეთში, ქალაქ მახაჩკალაში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართის სამსახური ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია 10-ზე მეტ ავტომობილს. ხანძარი გავრცელდა საცხოვრებელ სახლზეც. საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში ამბობენ, რომ აფეთქების განმეორების საფრთხე არსებობს. ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. 

აფეთქების შედეგად კიდევ 50 ადამიანი დაშავდა. სხვა დეტალები ამ დროისთის უცნობია, მათ შორის უცნობია თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი.


close დახურვა