logo
ENG



რუსეთში The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

30 მარ 202312:51
3 წუთის საკითხავი
clock 507

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (FSB) ავრცელებს.

FSB-ში ამტკიცებენ, რომ გერშკოვიჩი აშშ-ის დავალებით "აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს შესახებ, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს".

რამდენიმე გამოცემა ეკატერინბურგიდან წერდა, რომ ეკატერინბურგში ჩასვლის შემდეგ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი რედაქციასთან კონტაქტზე აღარ გადიოდა. ჟურნალისტი დიმიტრი კოლეზევი (რუსეთში "უცხოურ აგენტად" აღიარებული) წერდა, რომ გერშკოვიჩი ეკატერინბურგში წავიდა, რათა დაეწერა ომისადმი დამოკიდებულებისა და ვაგნერისთვის ადგილობრივების რეკრუტირების შესახებ.


close დახურვა