logo
ENG



რუსეთში WSJ-ს ჟურნალისტს ბრალი საბოლოოდ წაუყენეს და საქმე სასამართლოს გადასცეს

13 ივნ 202420:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/13/ovssaqbhqtrm6o7.jpg

რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტისა და აშშ-ის მოქალაქის ევან გრეშკოვიჩის საქმის მასალები, რომელიც ჯაშუშობაშია ბრალდებული, ეკატერინბურგის სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. ჟურნალისტს ბრალი საბოლოო რედაქციით წაუყენეს. როდის დაიწყება სასამართლო განხილვა უცნობია.

ჟურნალისტი ეკატერინბურგში გასული წლის მარტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. როგორც რუსეთში ამტკიცებენ, გრეშკოვიჩი აშშ-ის "ცენტრალური დაზვერვის სამსახურის დავალებით" ნიჟნი ტაგილში მდებარე თავდაცვითი საწარმოს "ურალვაგონზავოდის" შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ჟურნალისტი ნიჟნი ტაგილში იმყოფებოდა.

გრეშკოვიჩი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ რუსეთში მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. Wall Street Journal მისი თანამშრომლის წინააღმდეგ ასევე უარყოფს ბრალდებებს.

აშშ-ის ხელისუფლება, უფლებადამცველები და საერთაშორისო ჟურნალისტები გერშკოკვიჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა