logo
ENG



რუსეთში ავარიისას დაშავებული ხუთი ქართველიდან, სამი სავადმყოფოდან გაეწერა

27 დეკ 201914:52
3 წუთის საკითხავი
 
jp5r46ucmiq1trx.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექციის კონსულმა ადგილზე მოინახულა 26 დეკემბერს, ლიპეცკის ოლქთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 5 მოქალაქე. აქედან 3 უკვე გაეწერა სამედიცინო ცენტრიდან. დარჩენილი 2 მოქალაქის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქედან, მცირეწლოვან ბავშვს სავარაუდოდ ორშაბათს გამოწერენ სამედიცინო ცენტრიდან.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონის, დასახლებულ პუნქტ იარკინო-ს მიმდებარედ 26 დეკემბერს მოხდა. მაგისტრალზე ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოძრაობდა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 მგზავრი, მათგან 5  საქართველოს მოქალაქეა. თბილისის მიმართულებით გამომგზავრების მსურველი დაშავებული მგზავრებისთვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება საქარველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია სამგზავრო ავტობუსის მძღოლი.


close დახურვა