logo
ENG



რუსეთში ავიაკატასტროფას პუტინის პარტიის დეპუტატი ემსხვერპლა

28 სექ 202400:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/28/hwlehrtd76fe56v.jpg

რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, კერძო ვერტმფრენმა Robinson R44-მა ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც 2 პირი დაიღუპა. მათ შორის - პუტინის პარტიის, ერთიანი რუსეთის დეპუტატი. 

26 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელიც სოფელ ბიჩიედან სოფელ კარანდაშევსკაიაში მიემართებოდა, გაუჩინარდა და ეკიპაჟი კავშირზე არ გამოდიოდა, რის შემდეგაც სამძებრო ოპერაცია დაიწყო.

როგორც რუსული მედიასაშუალებები იტყობინებიან, ნაპოვნია ვერტმფრენის ნამსხვრევები და ორი ცხედარი.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრენა შესაბამისი ოფიციალური ნებართვის გარეშე სრულდებოდა.

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.


close დახურვა