logo
ENG



რუსეთში ალექსეი ნავალნის ვებგვერდი დაბლოკეს

26 ივლ 202115:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/26/kek7zpdi1a4aoln.jpg

როსკომნადზორმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ვებგვერდი navalny.com დაბლოკეს. ვებგვერდი რუსეთის ტერიტორიაზე არ იხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეგრამში ნავალნის გუნდი ავრცელებს. 

ნავალნის გუნდი ავრცელებს სქრინშოტს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ვებგვერდი დაბლოკილია, "რადგან რესურსი შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებაც რუსეთში აკრძალული. 

როსკომნადზორში აცხადებენ, რომ ვებგვერდი გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე დაბლოკეს. ნავალნის გუნდი კი აღნიშნავს, რომ მარეგულირებელმა ორგანომ პოლიტიკოსთან დაკავშირებული 50-მდე ვებგვერდი უკვე დაბლოკა. 

ერთ-ერთი ბოლო პუბლიკაცია, რომელიც ვებგვერდზე განთავსდა, დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინისა და მისი ოჯახის ქონებასა და ბიზნესს ეხებოდა. 

9 ივნისს მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერთან დაკავშირებული ორგანიზაციები, მათ შორის ნავალნის შტაბი და კორუფციასთან ბრძოლის ფონდი "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადა და საქმიანობა აუკრძალა. 

გასულის წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამლეს, რის შემდეგაც ის გერმანიაში რამდენიმეთვიან მკურნალობას გადიოდა. ნავალნი დარწმუნებულია, რომ მისი მკვლელობა ვლადიმერ პუტინმა შეუკვეთა. 

2021 წლის 17 იანვარში ნავალნი მოსკოვში ჩაფრინდა და ის აეროპორტშივე დააკავეს. სასამართლომ ივ როშეს საქმეზე გამოტანილი პირობითი სასჯელი თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. ოპოზიციონერს ორი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს. 


close დახურვა