რუსეთში გლობალური ინტერნეტის ალტერნატიული მეთოდი დატესტეს. ბუნდოვანია ტესტირების შესახებ დეტალები, თუმცა ქვეყნის კომუნიკაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ რიგითი მომხმარებლები ვერავითარ ცვლილებას ვერ იგრძნობენ. დაახლოებით ერთი წლის წინ კრემლმა განაცხადა, რომ გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვას გეგმავდა. სულ უფრო მეტ ავტორიტარულ ქვეყანას სურს ინტერნეტში საკუთარი მოქალაქეები აკონტროლონ.
ინტერნეტის ალტერნატიული მეთოდის ამოქმედების შემდეგ რუსეთში ხალხს არ ექნება შესაძლებლობა ქვეყნაში მიმდინარე მოვლენები რეალურ ჭრილში დაინახოს. მსგავსი მექანიზმი მოქმედებს ირანსა და ჩინეთში.