logo
ENG



რუსეთში დააკავეს ჟურნალისტი, რომელიც შსს-ს ბრიფინგს უკრაინის დროშის ფერებში ჩაცმული დაესწრო

31 მარ 202218:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/8tu436sai3dwsss.png

კრასნოიარსკში პოლიციამ ჟურნალისტი მარია ანტიუშევა, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესკონფერენციას უკრაინის დროშის ფერებში ჩაცმული დაესწრო, "რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის ბრალდებით" დააკავა.

ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე დასწრების შემდეგ ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

საქმის მასალებში, რომელიც ადგილობრივმა რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, ჩამოწერილია ასევე ჟურნალისტის რამდენიმე პოსტი სოციალურ ქსელებში, სადაც ის ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში არსებულ ვითარებას განიხილავდა. თავად არტიუშევა ფიქრობს, რომ მისი ფოტო დაკავებასთან კავშირში არ არის, თუმცა ამბობს, რომ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დიდი ყურადღება მიიქცია და აჟიოტაჟი გამოიწვია.

რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტი "რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში" დამნაშავედ ცნო და 30 000-რუბლიანი ჯარიმა დააკისრა. არტიუშევა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.


close დახურვა