logo
ENG



რუსეთში დახურულ კარს მიღმა ამერიკელი ჟურნალისტის სასამართლო პროცესი დაიწყო

26 ივნ 202411:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/26/ouyuee8dysmhmct.jpg

რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. პროცესის დაწყებამდე გერშკოვიჩი ჟურნალისტების წინაშე რამდენიმე წუთით გამოჩნდა.

32 წლის გერშკოვიჩი შუშის ყუთიდან აკვირდებოდა მოვლენებს.

რუსეთის პროკურატურა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს აშშ-ის დაზვერვის დავალებით საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებაში ადანაშაულებს. თუ მას დამნაშავედ ცნობენ ჟურნალისტს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გერშკოვიჩი, მისი გამოცემა და აშშ-ის მთავრობა ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ის უბრალოდ რეპორტიორის საქმიანობით იყო დაკავებული.

უკრაინის ომის ფონზე გერშკოვიჩი და რუსეთში დაკავებული სხვა ამერიკელები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებულ უმძიმეს კრიზისში არიან მოხვედრილი. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა გერშკოვიჩის მონაწილეობით პატიმრების გაცვლის იდეისთვის და რომ შეერთებულ შტატებთან კონტაქტები შედგა, მაგრამ დეტალები საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

აშშ კი რუსეთს "მძევლების დიპლომატიის" წარმოებაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტი ეკატერინბურგში გასული წლის მარტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. როგორც რუსეთში ამტკიცებენ, გრეშკოვიჩი აშშ-ის "ცენტრალური დაზვერვის სამსახურის დავალებით" ნიჟნი ტაგილში მდებარე თავდაცვითი საწარმოს "ურალვაგონზავოდის" შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ჟურნალისტი ნიჟნი ტაგილში იმყოფებოდა.


close დახურვა