logo
ENG



რუსეთში დრონების შეტევის შემდეგ ნავთობქიმიურ ქარხანასთან ხანძარი გაჩნდა

04 ნოე 202510:33
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/04/3px2ykrn1alaf6w.png

რუსულ ტელეგრამარხებსა და მედიის ინფორმაციით, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში, ღამით განხორციელებული დრონების შეტევის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა ინდუსტრიულ ზონაში, სადაც მდებარეობს "ლუკოილის" ნავთობბაზა და ნავთობქიმიური ქარხანა.

„Astra“-ს ცნობით, ადგილობრივების ინდორმაციით, აფეთქებები 4 ნოემბრის გამთენიისას მოხდა. 

გამოცემის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალის გეოლოკაციის ანალიზმა აჩვენა, რომ კადრები გადაღებულია ნოვოლიკეევის დასახლებიდან. ხანძარი სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდუსტრიულ ზონაში გაჩნდა, სადაც ერთმანეთის მახლობლად მდებარეობს ორი მსხვილი ნავთობქიმიური საწარმო — „СИБУР-Кстово“ და „Лукойл-Нижегороднефтеоргсинтез“.

ოფიციალური ინფორმაცია დაზიანებების ან მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის არ გავრცელებულა.


close დახურვა