რუსეთის სასამართლომ იეჰოვას 4 მოწმეს ექსტრემიზმის ბრალდებით 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას თავად რელიგიური ორგანიზაცია ავრცელებს.
იეჰოვას მოწმეები რუსეთში უკვე წლებია შევიწროებასა და ჩაგვრას განიცდიან. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს იეჰოვას მოწმეები "ექსტრემისტულ ჯგუფად" გამოაცხადა და მათ რელიგიური ორგანიზაციის დაშლა უბრძანა. მას შემდეგ ძალოვანმა უწყებებმა ექსტრემიზმის ბრალდებით იეჰოვას ათობით მოწმე დააკავეს.
ვადიმ ლევჩუკი და სერგეი ბრიტვინი, რომლებიც 2018 წელს რუსეთის ქალაქ ბერიოზოვსკში დააკავეს, აცხადებენ, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
რელიგიური თემის ჩაგვრასა და შევიწროებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც არაერთი წელია აქეზებს. რუსი მართლმადიდებელი სწავლულები აცხადებენ, რომ იეჰოვას მოწმეები უცხოური, საშიში სექტაა, რომელიც სახელმწიფო ისტიტუტებსა და ტრადიციულ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში, დღეის მდგომარეობით, იეჰოვას 170 000-მდე მოწმეა. ქრისტიანულ დენომინაციას მსოფლიოში 8 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს.