logo
ENG



რუსეთში კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო დაწესებულებას ხანძარი გაუჩნდა - დაღუპულია 5 პაციენტი

12 მაი 202013:09
3 წუთის საკითხავი
 

მორიგი ტრაგედია კოვიდ ინფიცირებულთა სამკურნალო კლინიკაში - მოსკოვის შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ხანძარი სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოში გაჩნდა. ცეცხლი ამჯერადაც კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გავრცელდა. ტრაგედიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილები ის პაციენტები არიან, რომლებიც სასუნთ აპარატზე იყვნენ მიერთებული.

ხანძრის დროს შენობიდან 150 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მომხდარის სავარაუდო მიზეზად ელექტროსისტემის გაუმართაობა სახელდება.  დღეიდან რუსეთში არასამუშაო დღეების რეჟიმიც გაუქმდა. მკაცრი ზომების ეტაპობრივად შემსუბუქების შესახებ მოსახლეობას ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვის დროს ამცნო. 


close დახურვა